2,5 მლნ დოლარიანი ბუსტჰალტერი

2,5 მლნ დოლარიანი ბუსტჰალტერი

მოდელმა ალესანდრა ამბროსიომ Victoria's Secret-ის ახალი ბუსტჰალტერი Fantasy Bra წარადგინა.

კომპანია Victoria's Secret-ი ტრადიციას არ ღალატობს და საკუთარ ძვირფას პროდუქციას "ახალგამომცხვარ" დედებს ანდობს. შარშან ძვირფასი ქვებისგან დამზადებული ექსკლუზიური მოდელი მირანდა ქერიმ წარადგინა, ერთი წლით ადრე კი ადრიანა ლიმამ. წელს Fantasy Bra-თი Victoria's Secret-ის ყოველწლიურ გალა-შოუზე გამოჩენის პატივი ალესანდრა ამბროსიოს ერგო. სუპერმოდელმა მაისში ვაჟი გააჩინა.

ბუსტჰალტერი, რომლის ღირებულება 2,5 მლნ დოლარია, ლონდონის საიუველირო კომპანია London Jewelers-მა შექმნა. მას Floral Fantasy Bra Gift Set დაარქვეს. საიუველირო ხელოვნების ძვირფასი ნიმუში 500-ზე მეტი ძვირფასი ქვითაა გაწყობილი - მათ შორის ბრილიანტით, საფირონით, ლალით, ამეთვისტოთი და 18-კარატიანი ყვითელი და ვარდისფერი ოქროთი. ბუსტჰალტერი ალმასის ორი მოსახსნელი ქინძისთავი-ყვავილითაა შემკობილი. მას ულამაზესი ყვავილი ებმის, რომელიც 12,5 და 20-კარატიანი ალმასებითაა გაფორმებული.

Victoria's Secret-ის გალა-შოუ ტრადიციულად ნიუ-იორკში ნოემბრის შუა რიცხვებში იმართება.

ალესანდრა ამბროსიო მოდელობის პარალელურად ორ შვილს - გოგონა ანიუსა და ახალდაბადებულ ვაჟს, ნოას ზრდის.

იხილეთ ვიდეო: მირანდა კერი 2.5 მილიონიან ბუსტჰალტერს ატარებს

მომზადებულია eg.ru-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება