სავალდებულო სამხედრო სამსახურის ვადა შესაძლოა, 6-დან 8 თვემდე შემცირდეს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარეობის კანდიდატმა ირაკლი სესიაშვილმა განუცხადა.
"მნიშვნელოვანი რეფორმები გატარდება გაწვევასა და სარეზერვო სისტემაში. სავარაუდოდ, გაწვევის ვადა შემცირდება და მოხდება ასევე სარეზერვო სისტემის ძირეული რეფორმირება. დღეს არსებული სისტემა არაეფექტურია და ეს წყალში გადაყრილი ფულია", - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.
მისივე თქმით, შესაძლებელია შეიცვალოს გაწვევის ასაკის ქვედა ზღვარიც და ის დაიწყოს 19 წლიდან. სესიაშვილი აცხადებს, რომ მას შემდეგ რაც სწავლა გახდა 12-კლასიანი, აუცილებელია, სკოლადამთავრებულ მოსწავლეებს უმაღლესში ჩაბარების საშუალება მიეცეთ და უმჯობესი იქნება, გაწვევის ასაკი დაიწყოს 19 წლიდან.