უმა თურმანმა შვილს როზალინდ არუშა არკადინა ალტალუნა ფლორენს თურმან-ბუსონი დაარქვა

უმა თურმანმა შვილს როზალინდ არუშა არკადინა ალტალუნა ფლორენს თურმან-ბუსონი დაარქვა

ცნობილმა მსახიობმა, უმა თურმანმა ქალიშვილი ჯერ კიდევ ივლისში გააჩინა, თუმცა ახალშობილის სახელი დღემდე უცნობი იყო.

"ჩვენ მოხარულნი ვართ გავამჟღავნოთ უმა თურმანისა და არპად ბუსონის ახალშობილის სახელი: როზალინდ არუშა არკადინა ალტალუნა ფლორენს თურმან-ბუსონი. ახლობლები გოგონას ლუნას დაუძახებენ. სახელს გოგონას მშობლებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს", - ნათქვამია მსახიობის წარმომადგენლის ოფიციალურ განცხადებაში.

უმას პირველი ორი შვილის სახელი ასეთი გრძელი არ ყოფილა. მის უფროს გოგონას მაია რეი თურმან-ჰოუკი, ხოლო ვაჟს ლევონ როენ თურმან-ჰოუკი ჰქვია.

მნიშვნელობა თავად უმას სახელსაც აქვს. უმა სანსკრიტიდან ითარგმნება, როგორც "არ განიცადო".

მომზადებულია USA Today-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება