ეშტონ კატჩერი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ტელემსახიობია

ეშტონ კატჩერი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ტელემსახიობია

პრესა აქტიურად ადევნებს თვალს ეშტონ კატჩერისა და დემი მურის განქორწინებას. ექს-მეუღლეები ვერაფრით იყოფენ საერთო ქონებას. როგორც დასავლური მედია იუწყება, კატჩერი დემისგან დადგენილზე გაცილებით მეტ ქონებას ითხოვს.

ეს უცნაურია, ვინაიდან ეშტონი სულაც არაა ღარიბი ადამიანი. ჟურნალ Forbes-ის მონაცემებით, ეშტონი ყველაზე მაღალანაზღაურებადი სერიალების მსახიობია.

ერთი წლის განმავლობაში მსახიობმა სერიალ "ორნახევარი კაცის" მეშვეობით 24 მლნ დოლარი გამოიმუშავა. შოუს ყოფილი მონაწილე, ჩარლი შინი, რომელმაც როლი დაკარგა, შარშან 40 მილიონიან  ქონებას ფლობდა, თუმცა წელს ის სიაში საერთოდ ვერ მოხვდა.

კატჩერის შემდეგ Forbes-ის სიაში "ექიმი ჰაუსი", იგივე ჰიუ ლორი მოდის. მან ერთი წლის განმავლობაში 18 მლნ დოლარი იშოვა.

ჰიუ ლორის ფეხდაფეხ მიჰყვებიან ალეკ ბოლდუინი, რეი რეიმანო და მარკ ჰერმონი (15 მილიონი დოლარი).

მეექვსე ადგილი სიაში ტომ ალენმა, წლიური 14 მილიონით დაიკავა. მის შემდეგ 13 მილიონიანი შემოსავლით ჯონ კრეიერი მოდის. სიაში ასევე მოხვდნენ პატრიკ დემპსი, ჯიმ პარსონსი, ჯონი გალეკი და ჯეისონ სიგელი.

მომზადებულია Forbes-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება