ვინ გაუკვალა გზა ძმებ გულაშვილებს ჰოლივუდისკენ

ვინ გაუკვალა გზა ძმებ გულაშვილებს ჰოლივუდისკენ

ისინი საზოგადოებამ მაია ბარათაშვილთან ჩაწერილი დუეტის შემდეგ გაიცნო და შეიყვარა. მათ მუსიკალურ კარიერაში იყო ბევრი წარმატება: ჰოლივუდში, ერთ-ერთ კონკურსზე ჯაზის კატეგორიაში გამარჯვება, Phill Colins-ის სტუდიაში ჩაწერილი ალბომი, ჰოლივუდის მიერ შექმნილი საკუთარი ვებ-გვერდი და ა.შ. მოკლედ, მათი მუსიკალური კარიერის დასაწყისი ნამდვილად "ვარსკვლავური" იყო, მაგრამ შემდეგ თითქოს, სადღაც "გაქრნენ".

შევიტყვეთ, რომ ძმები გულაშვილები მუსიკალურ პროექტში - "ახალი ხმა" მონაწილეობენ და მათ ამ ინფორმაციის გადასამოწმებლად დავუკავშირდით.

ირაკლი:

- სიმართლე გითხრათ, ამ ეტაპზე არც ერთ პროექტში მონაწილეობას არ ვგეგმავდით, მაგრამ მას შემდეგ, რაც შევიტყვეთ, რომ ამ პროექტში დუეტში სიმღერაც შეიძლებოდა, დაუფიქრებლად დავრეგისტრირდით. მეორე მიზეზი, რის გამოც "ახალ ხმაში" ვმონაწილეობთ, ის არის, რომ ამ შოუს ისეთი მაგარი მუსიკოსები უდგანან სათავეში, როგორებიც რუსა მორჩილაძე და დათო მაზანაშვილი არიან. ეს ის პროექტია, სადაც მომღერალს შეუძლია, საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენა იმ კონკრეტულ ჟანრში, რომელიც მას მოსწონს.

- პოპულარობას გემო პატარა ასაკში გაუგეთ...

- მრავალფეროვანი და დატვირთული ბავშვობა გვქონდა: სიმღერა, ცეკვა, უცხო ენების შესწავლა, კონცერტები, კლიპის გადაღებები... თავისუფალი დრო თითქმის არ გვრჩებოდა. მიზნის მისაღწევად შეძლებისდაგვარად, ყველაფერს ვაკეთებდით.

თორნიკე:

- მიხარია, რომ ის დრო უქმად არ დავკარგეთ. კარგია, რომ "მოცლილები" არ ვიყავით.

- ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ საზოგადოებამ მაია ბარათაშვილთან ერთად ჩაწერილი სიმღერის შემდეგ გაგიცნოთ.

ირაკლი:

- ქალბატონი მაია ჩვენს პედაგოგთან - ლალი ბერაძესთან მოდიოდა ხოლმე და ერთმანეთი იქ გავიცანით. სხვათა შორის, ჩვენთან დუეტის ჩაწერის სურვილი თავად გამოთქვა. ეს ჩვენთვის დიდი პატივი იყო და დაუფიქრებლად დავთანხმდით. როგორც იცით, წარმატებული პროექტი გამოვიდა.

თორნიკე:

- მაშინ ცნობილ ადამიანთან ერთად თუ არ გქონდა დუეტი ჩაწერილი, შენს კლიპს ტელევიზიაში არ გაუშვებდნენ. მოკლედ, ეს ჩვენთვის წარმატების მიღწევის შანსი იყო.

- ამის შემდეგ ჰოლივუდში, ერთ-ერთ კონკურსზე გაემგზავრეთ...

ირაკლი:

- კონცერტებს, კლიპებს, ჩვენს აქტიურობასა და დიდ შრომას ასე ვთქვათ, დაფასება მოჰყვა და ჰოლივუდში კონკურსზე მიგვიწვიეს. ეს ქალბატონი ნუნუ გაბუნიას ინიციატივით მოხდა. მას არაერთხელ ჰქონდა მოსმენილი ჩვენი სიმღერა და იცოდა, რომ ცოცხლად შესრულება ჩვენთვის პრობლემა არ იყო... ჰოლივუდში კონკურსზე ჯაზის კატეგორიით წარვდექით და ამ ნომინაციაში გავიმარჯვეთ კიდეც. მინდა გითხრათ, რომ ჩვენ მიმართ ჰოლივუდში ძალიან კარგი დამოკიდებულება ჰქონდათ; იქ მცხოვრები ქართველები მხარში გვედგნენ. ეს ძალიან კარგი შეგრძნება იყო, მაშინ ამხელა სითბოს ნამდვილად არ ველოდით. კონკურსის დასრულების შემდეგ სამი კომპანიისგან მივიღეთ შემოთავაზებაsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! და ერთ-ერთთან გავაფორმეთ კიდეც კონტრაქტი. საქმეს ისეთი შემართებით შევუდექით, როგორც არასდროს. პროდიუსერმა მოინდომა, ჩვენი სიმღერები მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო ხმის ჩამწერ სტუდიაში - Phill Colins-ში ჩაწერილიყო.

- ამ სტუდიაში სიმღერების ჩაწერა ადვილი არ არის...

- ასეა! ამ სტუდიაში არაერთ ცნობილ მომღერალსა თუ ჯგუფს აქვს ჩაწერილი ალბომი: ალისა ქისს, ფინქს, "ქოლდფლეისს" და ა.შ. ეს სტუდია შვეიცარიაშია, კერძოდ - ჟენევაში. ათ დღეში ცხრა სიმღერა ჩავწერეთ; ამავე პერიოდში დამზადდა ჩვენი პირველი ალბომი.

- როგორც ვიცი, საიტიც გაგიკეთეს და თქვენს "ჯგუფს" სახელიც მოუფიქრეს.

- კი. ამაზე ბევრი ვიფიქრეთ და საკმაოდ საინტერესო, დასამახსოვრებელი სახელწოდება მოვიფიქრეთ - 2kuel.

- და რას ნიშნავს 2kuel?

თორნიკე:

- ჩვენი ჯგუფის სახელწოდება ასე იშიფრება: "2 მაგარი" და "ძალიან მაგარი". ოღონდ, ეს სახელი გვაქვს დასავლეთისთვის, ქართველი ხალხისთვის კი ვართ და ვიქნებით უბრალოდ, ძმები გულაშვილები.

ირაკლი:

- ჯაზის შესრულება რთულია და მის შესწავლას, დახვეწას ათეულობით წლები სჭირდება. ახლა უფრო ხშირად ალტერნატივას ვმღერით, რაც ზოგადად, მასაზეა გათვლილი. რა თქმა უნდა, ჩვენც მოგვწონს ამ მიმდინარეობის შესრულება.

- თორნიკესგან განსხვავებული იმიჯი გაქვს: სვირინგები, საყურე...

- ეს სტილი ძალიან მომწონს. დღეს ბევრს აქვს საყურეც და სვირინგებიც. ასე რომ, აქ განსაკუთრებული არაფერია.

- თქვენს პირად ცხოვრებაში რა ხდება?

თორნიკე:

- ახლო მომავალში დაოჯახებას არ ვაპირებთ. ვფიქრობთ, კონცენტრირება კარიერაზე მოვახდინოთ, დანარჩენი კი მერეც მოესწრება.

ირაკლი:

- არის გოგო, ვის მიმართაც სიმპათია მაქვს, თუმცა ამ ეტაპზე სერიოზული არაფერია.

ჟანა გოგინაშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება