Newsweek ქაღალდზე აღარ დაიბეჭდება

 Newsweek ქაღალდზე აღარ დაიბეჭდება

ცნობილი ამერიკული ყოველკვირეული ჟურნალი Newsweek, რომელიც უკვე 80 წელია გამოდის და US News & World Report და Time-თან ერთად ყველაზე პოპულარული გაზეთების "დიდ სამეულშია",  ქაღალდზე აღარ დაიბეჭდება. ამის შესახებ განცხადება ჟურნალის რედაქტორმა, ტინა ბრაუნმა გააკეთა.

ჟურნალი 2013 წლიდან ციფრულ ფორმატზე გადადის. ქაღალდზე დაბეჭდილი ბოლო ნომერი 2012 წლის 31 დეკემბერს გამოვა. ჟურნალის ახალ ინტერნეტ-ვერსიას კი Newsweek Global-ი ქვია.

"ჩვენ უკვე მივაღწიეთ იმ გარდამტეხ მომენტს, როდესაც ციფრული ფორმატი, ჩვენი მკითხველებისთვის ინფორმაციის მიწოდების გაცილებით ეფექტური და წარმატებული მეთოდი იქნება", - განაცხადა ბარუნმა.

გარდა ამისა, მთავარი რედაქტორის თქმით, ციფრული ფორმატი ფინანსურად გაცილებით უფრო მომგებიანი იქნება.

ჟურნალი Newsweek 1933 წელს, TIME-ის ყოფილმა რედაქტორმა, რომას მარტინმა დააარსა. ჟურნალი მთელს მსოფლიოში 7 ენაზე გამოდის, მათ შორის არაბულად, ესპანურად და კორეულად.

მომზადებულია newsru.com-ს მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა