რობერტ დენირო უსახლკაროა

რობერტ დენირო უსახლკაროა

ამერიკელი მსახიობი რობეტ დენირო უსახლკაროა. დენირომ საკუთარი ბინა, რომელიც ნიუ-იორკში მდებარეობდა, ხანძრის შედეგად დაკარგა. უბედური შემთხვევა ჯერ კიდევ ივნისში მოხდა. დღემდე დენიროს ეგონა, რომ მის გარემონტებას შეძლებდა, თუმცა შენობა საცხოვრებლად უვარგისი აღმოჩნდა.

შესაბამისად, 69 წლის მსახიობი და მისი მეუღლე გრეის ჰაითაუერი, იძულებულნი გახდნენ, სახლი ექირავებინათ. მათი ახალი საცხოვრებელი თვეში 100 000 დოლარი ღირს. დენირო თანახმა იყო ამ თანხის გადახდაზე, თუმცა გარიგება არ შედგა, რადგან სახლის მონაცემებმა წყვილი არ დააკმაყოფილა.

რობერტის მეუღლემ მეგობრებს განუცხადა, რომ ეძებენ სახლს, 5 საძინებელი ოთახითა და ბევრი სათავსოთი. ასეთი სახლის შოვნა კი ნიუ-იორკში ძალიან რთულია.

დასავლურ მედიაში ამ ფაქტზე იუმორით წერენ, რომ დენირომ მისი ეკრანული გმირის ბედი გაიზიარა. რობერტ დენირომ ფილმში "იყო ფლინი" სწორედ უსახლკაროს როლი შეასრულა.

თვითმხილველების განცხადებით, დენიროს სახლში გაჩენილ ხანძარს სამაშველო სამსახური 1 საათის განმავლობაში აქრობდა.

მომზადებულია Zimbio.com-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება