რომ არა მსახიობი, სელმა ჰაიეკი მეყვავილე იქნებოდა

რომ არა მსახიობი, სელმა ჰაიეკი მეყვავილე იქნებოდა

მსახიობ სელმა ჰაიეკს მეყვავილეობა იზიდავს. "საკუთარი ცხოვრებით უკმაყოფილო არ ვარ, მაგრამ თუკი როდესმე ჰოლივუდს აღარ დავჭირდები, ყვავილების მაღაზიას გავხსნი და ცხოვრებით დავტკბები", - ამბობს ვარსკვლავი.

სელმას არ აშინებს, თუკი ერთ დღესაც მისით რეჟისორები აღარ დაინტერესდებიან. მისთვის საუკეთესო პროფესია ასტრონავტობაც იქნებოდა.

მსახიობი ბიზნესმენ ფრანსუა ანრი პინოზეა დაქორწინებული. წყვილს შვილი ვალენტინა ჰყავს.

"დედობამ მასწავლა, რომ უმჯობესია შვილებს არჩევანის საშუალება მივცეთ. ვფიქრობ, მათ თავად იციან ბევრი რამ. ზოგჯერ მშობელი ვალდებულია მოუსმინოს შვილს და მისგან ბევრ რამეს ისწავლის", - აცხადებს სელმა.

მომზადებულია showbizspy.com-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება