ალა პუგაჩოვას შვილის გაჩენას სთავაზობენ

ალა პუგაჩოვას შვილის გაჩენას სთავაზობენ

ალა პუგაჩოვას 23 წლის თაყვანისმცემელი, სახელად მარინა, მზადაა მომღერალს და მის მეუღლეს, მაქსიმ გალკინს შვილი გაუჩინოს და ამისთვის უკვე გადის სამედიცინო გამოკვლევას. გოგონა ამ მომსახურებისთვის მილიონ დოლარს ითხოვს. თავად მომღერალი უარს აცხადებს ამ თემის განხილვაზე.

"განა ასეთ რამეზე საუბრობენ? თქვენთვის, ახალგაზრდებითვის შესაძლოა სულერთია, მაგრამ მე ასე არ შემიძლია. მე არ ვისაუბრებ ამ თემაზე. თქვენ რა დამცინით?" - უპასუხა გაბრაზებულმა ალა პუგაჩოვამ НТВ-ს კორესპონდენტს, რომელმაც მომღერალს პოტენციური მემკვიდრის შესახებ ჰკითხა.

მომღერალს მხოლოდ ერთი შვილი - მომღერალი კრისტინა ორბაკაიტე ჰყავს. ალა დიდი ხნის განმავლობაში ცდილობდა მისი ყოფილი მეუღლისგან, ფილიპ კირკოროვისგან შვილის გაჩენას. ალა და ფილიპი 11 წლის განმავლობაში იყვნენ ცოლ-ქმარი. იმას, რომ შვილის გაჩენა ვეღარ შეძლო, პუგაჩოვა ნაადრევად გაკეთებულ აბორტს აბრალებს.

"ჩემი ყველაზე დიდი შეცდომა ისაა, რომ 16 წლის წინ არ გავაჩინე ბავშვი. თავს ვერაფრით ვპატიობ. ყოველ ჯერზე ეკლესიაში სანთელს ვანთებ, რომ მომეტევოს", - განაცხადა მომღერალმა.

მომზადებულია neva24.ru-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება