ქრისტინე მარტიაშვილი: "სააკაშვილისგან საჩუქარი არ მიმიღია!"

ქრისტინე მარტიაშვილი: "სააკაშვილისგან საჩუქარი არ მიმიღია!"

გავრცელებული ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი 24 წლის მომღერალ ქრისტინე მარტიაშვილს მოუხიბლავს. როგორც შევიტყვეთ, ქრისტინემ და მიხეილ სააკაშვილმა ერთმანეთი ბათუმში, ერთ-ერთ ბარში გაიცნეს, რომელსაც სააკაშვილი ქრისტინეს სანახავად ხშირად სტუმრობდა და მომღერალს ძვირფასი საჩუქრებითაც ანებივრებდა. ქრისტინე აფხაზეთში დაღუპული გმირის, გია მარტიაშვილის ქალიშვილია.

- ქრისტინე, სად გაიცანი მიხეილ სააკაშვილი?

- პროფესიით მომღერალი ვარ. ბევრი ცნობილი მომღერლის ბექ-ვოკალისტი ვიყავი. პარალელურად ვმუშაობდი ერთ-ერთ საინვესტიციო კომპანიაში, რომლის დახურვის შემდეგაც ბათუმში წავედი. თავიდან პატარ-პატარა ბარებსა და რესტორნებში ვმღეროდი, შემდეგ კი რედისონის "ივერია ლაუნჯში" დავიწყე მუშაობა. ბატონი მიხეილი, ბათუმში ერთ-ერთი ვიზიტისას, სწორედ აქ გავიცანი. თუ სწორად მახსოვს, 26 მაისი იყო. პრეზიდენტი "რედისონში" მოვიდა ბატონ გიგი უგულავასთან და სხვა ცნობილ პოლიტიკოსებთან ერთად. იქ იყვნენ უცხოელი სტუმრებიც. ჩემს სიმღერას ყველა მოწონებით შეხვდა, მათ შორის, ბატონ მიხეილიც, რომელმაც სუფრასთან მიმიწვია. მკითხა, ბათუმელი თუ ვიყავი, სად ვსწავლობდი და ასე შემდეგ. "რედისონში" მუშაობასას "ივერია ლაუნჯში" ყოველ ხუთშაბათს კარაოკეს საღამო მიმყავდა. პრეზიდენტი და პარლამენტარები ხშირად გვსტუმრობდნენ. ხანდახან თვითონაც მღეროდნენ ცნობილი ადამიანები. პრეზიდენტს არასდროს უმღერია (იცინის).

- რა სიმღერით მოხიბლე პრეზიდენტი?

- როგორც მახსოვს, პრეზიდენტი ყველაზე მეტად მოხიბლა რენდი კროუფორდის სიმღერამ Wild is The Wind და ჯეიმს ბრაუნის I feel good-მა. მიშას უყვარს მუსიკა და კარგი მუსიკალური გემოვნებაც აქვს.

- ამბობენ, რომ სააკაშვილი ძვირფასი საჩუქრებით განებივრებთ...

- მაგ ჭორმა ჩემს ყურამდეც მოაღწია. ისიც უთქვამთ, თითქოს მიშამ აიფონი მაჩუქა, მაგრამ ისევ ის "ბლექბერის" მარკის ტელეფონი მაქვს, რაც აქამდე მქონდა. სააკაშვილისგან არანაირი საჩუქარი არ მიმიღია. უბრალოდ, პირველი ვიზიტისას შემომთავაზა სტუდენტურ პროგრამაში მიმეღო მონაწილეობა და დავთანხმდი.

თამარ ბოჭორიშვილი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება