ჯასტინ ტიმბერლეიკი და ჯესიკა ბილი დაქორწინდნენ

ჯასტინ ტიმბერლეიკი და ჯესიკა ბილი დაქორწინდნენ

მომღერალი ჯასტინ ტიმბერლეიკი და მსახიობი ჯესიკა ბილი დაქორწინდნენ. ლამაზი და რომანტიული ცერემონია სამხრეთ იტალიაში, ბრინდიზის პროვინციაში გაიმართა. ქორწილი წყვილს თითქმის 6,5 მლნ დოლარი დაუჯდა.

ჟურნალ People-თან ინტერვიუში ახალდაქორწინებულებმა აღიარეს, რომ ძალიან ბედნიერები არიან.

"ცერემონია ულამაზესი იყო, ოჯახის წევრებისა და მეგობრების გარემოცვაში ყოფნა განსაკუთრებული გრძნობაა ",- ნათქვამია სპეციალურ განცხადებაში, რომელიც ახალდაქორწინებულებმა პრესისთვის გააკეთეს.

ქორწილის დეტალები, მათ შორის ცერემონიის ჩატარების ზუსტი ადგილი, ბოლო მომენტამდე მკაცრად გასაიდუმლოებული იყო. ამასთან, People-ი იუწყება, რომ ქორწილის დეტალებს, მათ შორის ექსკლუზიურ ფოტოებს მომავალ კვირაში გამოაქვეყნებს.

გამოცემა RadarOnline- კი წერს, რომ ქორწილში მიწვეული სტუმრები წინასწარ გააფრთხილეს, რომ ზეიმი ერთი კვირა გაგრძელდებოდა. ამისთვის წყვილმა იტალიაში მამული იქირავა, რომლის იჯარა, სხვა ხარჯებთან ერთად ახალდაქორწინებულებს 6,5 მლნ დოლარი დაუჯდათ. გამოცემის თქმით, ეს ქორწილი ჰოლივუდში ყველაზე ძვირადღირებულია. მისი დაჩრდილვა მხოლოდ ბრიტანეთის პრინც უილიამის და კეიტ მიდლტონის ქორწილმა მოახერხა, რომელიც 34 მლნ დოლარი დაჯდა.

ქორწილის წინ ტიმბერლეიკმა და ბილმა წინასაქორწინო წვეულება გამართეს. სტუმრებისთვის კარვები გაზონზე გაშალეს, თეთრი შეზლონგები დაამონტაჟეს და ლამპიონები აანთეს. ერთ-ერთი ყველაზე ძველი შენობა ტრადიციული სამხრეთ იტალიურ კარ-მიდამოს სტილშია აშენებული: ციხის მსგავსი უშველებელი ქვის შენობა, ვაზის ხეივანებიანი ეზო, ქვის ღობე, ხის მაგიდები, თივის ზვინები და ცხენები და ჩოჩორებიც კი, რომლებიც ბაღში დაიარებიან. საზეიმო წყვეულების სტუმრებს სამხრეთ იტალიის ტრადიციული სამზარეულოთი გაუმასპინძლდნენ.

31 წლის ტიმბერლეიკი და 30 წლის ბილი ხუთი წლის განმავლობაში ხვდებოდნენ ერთმანეთს. წყვილი 2011 წლის დეკემბერში დაინიშნა.

მომზადებულია People-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება