სელმა ჰაიეკი: "მსუქანი ვარ და მოკლეფეხება!"

სელმა ჰაიეკი: "მსუქანი ვარ და მოკლეფეხება!"

დამახასიათებელმა გარეგნობამ და ქალურმა ფორმებმა ის ჰოლივუდის ერთ-ერთ ყველაზე სასურველ და წარმატებულ მსახიობად აქცია. თუმცა თვით ლამაზმანს თავისი სხეული სრულიადაც არ მიაჩნია იდეალურად. ვარსკვლავი დარწმუნებულია, რომ ის "დაბალია და მსუქანი". მიუხედავად იმისა, რომ 46 წლისაა, თამამად იღებს მონაწილეობას გულახდილ ფოტოსესიებში. რამდენიმე დღის წინ ახალ ფოტოსესიაში ტანზე მომდგარი კორსეტებითა და კაბებით გამოჩნდა. ქვიშის საათის ფორმის კაბებში შესანიშნავად ჩანდა, რომ სელმა ნამდვილად მომხიბვლელი და სექსუალური ქალია. სელმა იმაშიც გამოტყდა, რომ სასწაულად მიიჩნევს, მისი ასაკის მიუხედავად, კვლავ რომ იღებენ ფილმებში.

-  ჰოლივუდში არაფერია იმაზე უარესი, რომ 40 წელზე უფროსი მსახიობი იყო, თან - აქცენტით, - აღიარებს ჰაიეკი, - თანაც, ვერ ვკითხულობ სწრაფად, მოკლე ფეხები მაქვს და მსუქანიც ვარ. მაგრამ მაინც აქ მხედავთ! ალბათ, ყველაზე იღბლიანი გოგონა ვარ ამქვეყნად, რაკი კიდევ შემიძლია მუშაობა.

თუმცა სელმამ მართლაც ახალგაზრდობის საიდუმლოს მიაგნო და ალბათ კიდევ ბევრჯერ გააოცებს საზოგადოებას საბედისწერო ლამაზმანის როლით თუ პროვოკაციული ფოტოსესიებით.

სხვათა შორის, წითელ ხალიჩაზე მისი გამოჩენა ნამდვილ ფურორს იწვევს არა მხოლოდ თაყვანისმცემლების თვალში - თვით რეჟისორმა ოლივერ სტოუნმა, თავისი ახალი ფილმის პრემიერაზე, თვალი ვერ მოსწყვიტა სელმას მკერდს. არადა, სელმა ბუნებრივი ლამაზმანია. ის ბოტოქსისა და პლასტიკური ოპერაციების წინააღმდეგია. რაც შეეხება დიეტებს, მეტისმეტად უყვარს ცხოვრება, რომ გემრიელად ჭამაზე უარი თქვას. ფიზიკური დატვირთვით ინარჩუნებს ფორმას. ალბათ, მას მერე, რაც დედა გახდა, ბავშვზე ზრუნვაც ეხმარება ფორმის შენარჩუნებაში. მასა და მილიონერ ფრანსუა პინოს საერთო ქალიშვილი ჰყავთ, რომელსაც ცოტა ხნის წინ დაუნის სინდრომი დაუდგინეს.

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება