ჰოლივუდის ახალგაზრდა ვარსკვლავმა, ემა უოტსონმა ელენ დეჯენერესის შოუში მამაკაცის შერჩევის საკუთარი კრიტერიუმები გაამხილა. 22 წლის მსახიობმა ისაუბრა, თუ რით განსხვავდებიან ევროპელი, კონკრეტულად კი ბრიტანელი მამაკაცები ამერიკელი მამაკაცებისგან.
"ბრიტანელი ბიჭები გემოვნებით იმოსებიან, კარგად აღზრდილნი, მაგრამ მეტისმეტად თავშეკავებულებიც არიან. იმ ფაქტთან შეგუება მომიხდა, რომ პირველი ორი თვე ყურადღებას არ მაქცევდნენ და მხოლოდ მაშინ გადადიოდნენ მოქმედებაზე, როდესაც ვაგრძნობინებდი, რომ ჩემთვის სულერთნი არ იყვნენ, - განაცხადა მსახიობმა, - როდესაც ამერიკაში ჩავდივარ, იქ ყველაფერი სხვაგვარადაა. ერთხელ ერთმა ამერიკელმა ბიჭმა მითხრა: "ლამაზი ხარ, მოდი ერთმანეთს შევხვდეთ, მე შენ მიყვარხარ, მოდი გავაკეთოთ ეს". გულწრფელად რომ ვთქვა, ვერც გავიაზრე, რა მოხდა. ნამდვილი კულტურული შოკი მივიღე. რა თქმა უნდა, პირდაპირი და გულღია ადამიანები მომწონს, მაგრამ თუ მამაკაცი, მაგალითად, შლოპანცებს ატარებს, დარწმუნებული არ ვარ, რომ ის ოდესმე მომეწონება".

ასევე იხილეთ: - ემა უოტსონი ჟურნალ "Glamour"–ის გარეკანზე
- პლანეტის ყველაზე სექსუალური და ”ცხელი ქალი”
მომზადებულია ellentv.com-ის მიხედვით.