მრავალათასიანი მიტინგების დასარბევად შსს სპეცრაზმებს თავდაცვიდან იმატებდა(?!)

მრავალათასიანი მიტინგების დასარბევად შსს სპეცრაზმებს თავდაცვიდან იმატებდა(?!)

ზაფხულში, როდესაც მოულოდნელად პრეზიდენტმა სააკაშვილმა მორიგი საკადრო კარუსელი დაატრიალა, შსს-ს 8-წლიანი უცვლელი მინისტრი ვანო მერაბიშვილი პრემიერ-მინისტრი გახდა (როგორც შემდგომ გაირკვა, სულ რამდენიმე თვით), ხოლო მისი ადგილი ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა ბაჩო ახალაიამ დაიკავა.

თუმცა შს მინისტრად გადასული ბაჩო ახალაიას თავდაცვის ყოფილ მინისტრად მოხსენიება არასწორი იქნებოდა, რადგან თავდაცვის სამინისტროსაც (განსაკუთრებით კი გაერთიანებულ შტაბს) ისევ ის მართავდა არაოფიციალურად, მით უმეტეს, რომ მისი ძმა დათა ახალაია თავდაცვის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა.

ალბათ, სწორედ ამას უნდა მივაწეროთ ის გასაიდუმლოებული გადაწყვეტილება, რომელიც მაშინ ბაჩო ახალაიამ მიიღო, - კერძოდ, შეიარაღებულ ძალებში სტრუქტურულად შემავალი ორი სპეცდანიშნულების დანაყოფი თავდაცვიდან შს სამინისტროს გადაეცა.

ლაპარაკია მუხროვანსა და ორხევში განთავსებულ სპეცდანიშნულების დანაყოფებზე, რომლებშიც, თითოეულში, არანაკლებ 700-800 კაცი მსახურობდა.

მაშინ როდესაც ყოფილი ხელისუფლება წინასაარჩევნო პერიოდში ყოველ ნაბიჯზე გაჰკიოდა, რუსეთი დღე-დღეზე განაახლებს საქართველოში სამხედრო აგრესიას და მოსკოვმა საგანგებოდ დაამთხვია ფართომასშტაბიანი სწავლება "კავკაზ-2012"-ის ჩატარება ქართულ არჩევნებსო, აბსოლუტურად ალოგიკური ჩანდა თავდაცვიდან შს სამინისტროში ორი სპეცდანიშნულების დანაყოფის გადასროლა.

თუმცა, ეს ალოგიკური მაშინ იქნებოდა, თუკი პრეზიდენტი სააკაშვილი მართლაც ელოდა რუსულ სამხედრო აგრესიას, სინამდვილეში კი რუსულ ტანკებზე მეტად იმ მრავალათასიან საპროტესტო აქციებს უფრთხოდა, რომლებიც საპარლამენტო არჩევნების გაყალბების შემდეგ შეიძლებოდა დაწყებულიყო.

2007 წლის 7 ნოემბრის და მით უმეტეს, 2011 წლის 26 მაისის საპროტესტო გამოსვლებისგან განსხვავებით, მოსალოდნელი იყო 100-200 ათასი კაცის გამოსვლა თბილისის ქუჩებში, რომელთა დასარბევად (როგორც ზემოხსენებულ დღეებში მოხდა) შს სამინისტროს ახალ ხელმძღვანელობას ბევრად მეტი სპეცრაზმელი დასჭირდებოდა.

შეიძლება სწორედ ესეც იყო ერთ-ერთი (თუ არა მთავარი) მიზეზი იმისა, რომ შს მინისტრის პოსტზე მერაბიშვილი შეცვალა ახალაიამ, რომელიც უკან არაფერზე დაიხევდა. სპეცრაზმელებში ხმა დადიოდა, თითქოს 2011 წლის 26 მაისს რუსთაველის პროსპექტზე მომიტინგეთა სასტიკად დარბევის გამო მაშინდელი შს მინისტრი ვანო მერაბიშვილი ძალიან გაუწყრა თავის ხელქვეითებს და განსაკუთრებულად "თავგამოჩენილების" მკაცრად დასჯასაც კი აპირებდაო.

ნაკლებად "ჰუმანურ" ახალაიას მერაბიშვილისთანა "სისუსტე" ნამდვილად არ გამოუმჟღავნებია და შს სამინისტროში გადასვლისთანავე სპეცრაზმების დაჩქარებული ტემპით მომზადება განაგრძო ვაზიანის სამხედრო აეროდრომზე (კოსმოსიდან გადაღებული სურათი, თუ როგორ ემზადებოდა შს სამინისტრო რუსთაველის პროსპექტზე მიტინგების დასარბევად, "კვირის პალიტრამ" 2011 წლის 26 მაისამდე გამოაქვეყნა).

იხილეთ ვრცლად

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე