ჯეიმს ბლანტმა მუსიკალური კარიერა დაასრულა

ჯეიმს ბლანტმა მუსიკალური კარიერა დაასრულა

ბრიტანელმა მომღერალმა, ჯეიმს ბლანტმა მუსიკალური კარიერა დაასრულა. ამის შესახებ მომღერალმა თავად განუცხადა ჟურნალისტებს. 38 წლის მუსიკოსის განცხადებით, სამომავლოდ კარგ დასვენებას და პირადი ცხოვრების აწყობას გეგმავს.

ყოფილმა სამხედრომ, ჯეიმს ბლანტმა, კარიერის განმავლობაში 3 სტუდიური ალბომი ჩაწერა. ალბომები 18 მლნ ეგზემპლარად გაიყიდა.

მომღერლის სადებიუტო ალბომი Back to Bedlam 2004 წელს გამოვიდა და არნახულ წარმატებას მიაღწია. ბლანტის სიმღერამ You're Beautiful  მუსიკალურ ჩარტებში პირველი ადგილი დაიკავა.

ჯეიმს ბლანტმა ბოლო კონცერტი თებერვალში ჩაატარა. ამ გამოსვლით მან მსოფლიო ტურნე დაასრულა. ტურნეს შემდეგ კი იბიცაზე წავიდა დასასვენებლად.

როდის დაბრუნდება ან დაბრუნდება თუ არა საერთოდ შოუბიზნესში, უცნობია.

მომზადებულია Daily Mail-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება