ფიდელ კასტრო: აღარც კი მახსოვს, თავის ტკივილი რა არის!

ფიდელ კასტრო: აღარც კი მახსოვს, თავის ტკივილი რა არის!

კუბის ყოფილმა ლიდერმა ფიდელ კასტრომ უარყო დასავლურ მედიაში გავრცელებული ჭორები, თითქოს სიკვდილის პირას იმყოფება. კასტრომ ესპანურ ჟურნალში გამოქვეყნებულ სტატიას, რომელმაც მთელი დასავლეთი ააფორიაქა, "სისულელე" და "მონაჩმახი" უწოდა და განაცხადა, რომ "აღარც კი ახსოვს, თავის ტკივილი რა არის".

ამის შესახებ კასტრომ სახელმწიფოს კომუნისტურ გაზეთ "გრანმაში" დაწერა, ხოლო თავისი ნათქვამის დასტურად, გაზეთში საკუთარი ფოტოებიც გამოაქვეყნა, სადაც კასტრო საკმაოდ მხნედ გამოიყურება. ერთ-ერთ ფოტოზე ჭილის ქუდსა და ნაქსოვ წითელ ჯემპრში გამოწყობილი კასტრო ბაღში სეირნობს, ხელში კი "გრანმას"  ნომერი უჭირავს, რომელშიც მისი სტატია გამოქვეყნდა. კასტროს ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ჭორები გაფანტა ასევე ვენესუელის ყოფილმა პრეზიდენტმა ელის ხაუამ, რომელმაც განაცხადა, რომ კუბის რევოლუციის ლეგენდას გასულ უქმეებზე ესტუმრა და მედიას შეხვედრის ფოტოებიც აჩვენა.

86 წლის კასტრო, რომელიც კუბის ხელისუფლების სათავეში რევოლუციის შედეგად მოვიდა, ქვეყანას 49 წელი მართავდა, 2008 წელს კი ქვეყანა საკუთარ უმცროს ძმას რაულ კასტროს გადააბარა, რის მიზეზადაც ხანდაზმულობა და ფიზიკური სისუსტე დაასახელა.

იხილეთ ვიდეო

მომზადებულია euronews-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა