პოლონეთში ოსვენციმის ყველაზე მხცოვანი პატიმარი გარდაიცვალა

პოლონეთში ოსვენციმის ყველაზე მხცოვანი პატიმარი გარდაიცვალა

პოლონეთის ქალაქ დებნოში 22 ოქტომბერს ოსვენციმის ყველაზე მხცოვანი პატიმარი ანტონი დობროვოლსკი (Antoni Dobrowolski) გარდაიცვალა. ჰოლოკოსტის სახელმწიფო მუზეუმის "აუშვიც-ბირკენაუს" ინფორმაციით, დობროვოლსკი 108 წლის იყო.

დობროვოლსკი საკონცენტრაციო ბანაკში წარმომავლობის (იგი პოლონელი იყო) გამო მოხვდა. მიუხედავად იმისა, რომ ნაცისტებმა "დაბალი რასის" წარმომადგენელ ბავშვებს განათლების მიღება აუკრძალეს, ანტონი ბავშვებს მეცნიერებას ასწავლიდა.

ამ საქმიანობისთვის 1942 წელს დობროვოლსკი გესტაპომ დააპატიმრა. საქმის გამოძიების შემდეგ იგი ოსვენციმში გაამწესეს. მოგვიანებით იგი გროს-როზენის ბანაკში, შემდეგ კი ზახსენჰაუზენში განათავსეს.

ნაცისტების მმართველობის დროს ოსვენციმში მილიონზე მეტი ადამიანი მოკლეს.

მომზადებულია Associated Press-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა