კოსოვოს დედაქალაქ პრისტინაში პოლიციამ რადიკალურად განწყობილი კოსოვოელი ალბანელების მიერ მოწყობილი საპროტესტო აქცია დაარბია. ოპოზიციონერები 19 ოქტომბერს ბრიუსელში, კოსოვოს პრემიერ-მინისტრ ჰაშიმ ტაჩისა და მის სერბ კოლეგას, ივიჩა დაჩიჩს შორის ევროკავშირის ინიციატივით გამართულ შეხვედრას აპროტესტებდნენ. სამართალდამცავებმა დემონსტრანტებს, რომლებიც მათ პომიდვრებსა და საღებავებს ესროდნენ, ცრემლსადენი გაზი გაუხსნეს. შეტაკებისას ათობით ადამიანი დაშავდა, მათ შორის, 18 პოლიციელი. აქციის 26 მონაწილე პოლიციამ დააპატიმრა.
ეს იყო პირველი შეხვედრა ორი ქვეყნის მაღალჩინოსნებს შორის კოსოვოს მიერ 2008 წელს სერბიისგან დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ. თუმცა ბელგრადი კოსოვოს სუვერენიტეტს კვლავაც არ სცნობს.
მოლაპარაკებები საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროვაკშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კეტრინ ეშტონის შუამდგომლობით შედგა. თვითგამორკვევის მომხრე ალბანელები დანაშაულებრივსა და სამარცხვინოს უწოდებენ დიალოგს სერბეთთან, რომელიც მათი თქმით, უარს ამბობს მოიბოდიშოს კოსოვოში, ალბანელ სეპარატისტებთან გამართული ორწლიანი ომის გამო.
შეგახსენებთ, რომ სერბეთი ევროკავშირის წევრობის კანდიდატია. ევროკავშირმა კი, რომლის 27-დან 22-მა წევრმა კოსოვოს დამოუკიდებლობა სცნო, სერბეთს ერთ-ერთ წინაპირობად კოსოვოსთან ურთიერთობის ნორმალიზება დაუდგინა.