სოსო პავლიაშვილის ვაჟმა რუსი მსმენელი მოხიბლა

სოსო პავლიაშვილის ვაჟმა რუსი მსმენელი მოხიბლა

რუსული "კომედი კლაბის" მორიგი გადაცემის ჩაწერაზე სტუმრად ქართველი მომღერალი სოსო პავლიაშვილი საკუთარ ვაჟთან, ლევანთან ერთად მივიდა. მოგვიანებით ლევანმა შოუს წამყვანების - პაველ ვოლიასა და გარიკ მარტიროსიანის თხოვნით იმღერა. მსმენელი მოხიბლული დარჩა ლევანის ძლიერი ხმით და ნიჭით, რომელიც მას მემკიდრეობით ერგო.

შოუს ჩაწერისას პაველ ვოლიამ მომღერალი გააშაყირა. "სამწუხაროა, რომ ერთად არ მღერით კონცერტებზე, - თქვა წამყვანმა, - მაშინ აფიშებზე ასე დაწერდნენ: "Сосо и его Сосочек".

”ლევანი მაშინ მღერის, როცა სურს, საკუთარი თავისთვის. მან სუვოროვის სასწავლებელი დაამთავრა, შემდეგ - რუსეთის "სპეცსტროის" სამხედრო-ტექნიკური უნივერსიტეტი. რვა წელი ყაზარმებში ცხოვრობდა. როდესაც "სპეცსტროი" სამოქალაქო გახდა, აცხოვრებელი სახლების მშენებლობაზე დაიწყო მუშაობა. მისით ძალიან ვამაყობ, კარგია, რომ უსაქმური არ არის და მთელ დროს ღამის კლუბებში არ ფლანგავს”, - განუცხადა eg.ru-ს სოსო პავლიაშვილმა.

მომზადებულია eg.ru-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება