სარა ჯესიკა პარკერი და კრისტინ დევისი გეი-კლუბებში ერთობიან

სარა ჯესიკა პარკერი და კრისტინ დევისი გეი-კლუბებში ერთობიან

ცნობილი მსახიობები, სარა ჯესიკა პარკერი და მისი კოლეგა, კრისტინ დევისი დასავლეთ ჰოლივუდის ყველაზე ცნობილ გეი-კლუბ The Abbey-ში შენიშნეს. მსახიობები ღამის კლუბში გასართობად მოსაწყენი საქველმოქმედო amfAR Inspiration Gala-ს შემდეგ წავიდნენ, სადაც ვერაფრით შეძლეს გახალისება.

სარა ჯესიკა პარკერსა და კრისტინ დევისს მათ ეკრანულ გმირებს - ქერი ბრედშოუსა და შარლოტა იორკს ხშირად ადარებენ. მათაც ფილმის - "სექსი დიდ ქალაქში" გმირების მსგავსად, გლამურულ წვეულებებს რომელიმე ღამის კლუბში კარგად გართობა ურჩევნიათ.

აღსანიშნავია, რომ კრისტინი, რომელიც ფილმში მოკრძალებულ შარლოტას განასახიერებს, ეკრანული გმირისგან განსხვავებით თამამად იქცეოდა, რასაც ვერ ვიტყვით სარა ჯესიკა პარკერზე, რომელიც პაპარაცებისგან დამალვას ცდილობდა.

მომზადებულია popcornnews.ru-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება