კიმ კეტროლი და უმა თურმანი ერთი როლისთვის იბრძვიან

კიმ კეტროლი და უმა თურმანი ერთი როლისთვის იბრძვიან

ცნობილი მსახიობი, კიმ კეტროლი, რომელმაც სახელი სექსუალურად გაუმაძღარი სამანტა ჯონსის როლით გაითქვა, შესაძლოა, ბოლო დროის ყველაზე გახმაურებული წიგნის - "ნაცრისფერის 50 ჩრდილი" ეკრანიზაციაში ვიხილოთ. ფილმი საკმაოდ თამამი და გულახდილია.

ამის შესახებ ვარსკვლავმა ავსტრალიურ რადიოსთან ისაუბრა. კიმის განცხადებით, შესაძლოა, სწორედ ის აირჩიონ მთავარი გმირის, ელენა ლინკოლნის, იგივე იდუმალი მისის რობინსონის როლის შესასრულებლად.

თუმცა ამ როლზე საკმაოდ დიდი კონკურენციაა. კიმ კეტროლს ცნობილი მსახიობი, უმა თურმანი ეცილება.

"არჩევანი ჩემსა და უმას შორის კეთდება. ამ დროისთვის მხოლოდ ჩვენი კანდიდატურები განიხილება. რამდენადაც ვიცი, სცენარი ჯერ კიდევ წერის პროცესშია და კასტინგიც არ ჩატარებულა", - განაცხადა კიმმა.

აღსანიშნავია, რომ უმა თურმანმა ცოტა ხნის წინ მოაწერა ახალ კონტრაქტს ხელი, რის გამოც მის გრაფიკში "ნაცრისფერის 50 ჩრდილი" შესაძლოა, ვეღარ მოხვდეს. მაშინ მთავარი როლი კიმ კეტროლს ერგება.

მომზადებულია Splashnews-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება