Rolling Stones-ის საიუბილეო კონცერტზე დასწრება 25 000 დოლარი ღირს

Rolling Stones-ის საიუბილეო კონცერტზე დასწრება 25 000 დოლარი ღირს

ლეგენდარული ჯგუფის Rolling Stones-ის საიუბილეო კონცერტზე დასასწრები ბილეთის ფასი 25 000 დოლარია. კონცერტი 25 და 29 ნოემბერს გაიმართება.

ჯგუფის კონცერტზე დასასწრები ბილეთი გაყიდვაში გასულ პარასკევს გამოვიდა, თუმცა მასზე მოთხოვნა იმხელა იყო, რომ 40 000 ბილეთი რამდენიმე წუთში გაიყიდა. ყველაზე იაფფასიანი, 150 დოლარიანი ბილეთები პირველ 3 წუთში, ხოლო 600 დოლარიანი VIP ადგილები შემდეგ 4 წუთში გაიყიდა.

კონცერტის დაანონსებიდან 4 საათში მთელი მსოფლიოდან ლეგენდარული ბენდის კონცერტზე დასწრების სურვილი 1 მილიონამდე ადამიანმა გამოთქვა.

აღმოჩნდა, რომ გაყიდული ბილეთების მფლობელებს არა ჯგუფის მოსმენა, არამედ ფულის შოვნა სურდათ. რამდენიმე მათგანმა მეორადი გაყიდვების საიტებზე ბილეთები რამდენჯერმე ძვირად განათავსა.

"როლინგ სთოუნზი" 12 და 15 დეკემბერს კონცერტებს აშშ-შიც გამართავს. ლეგენდარული ჯგუფი 50-ე იუბილეს აღნიშნავს.

მომზადებულია itar-tass.com-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება