დენიელ კრეიგი წითელ ხალიჩაზე ცუდად გახდა

დენიელ კრეიგი წითელ ხალიჩაზე ცუდად გახდა

ლონდონში, ჯეიმს ბონდის შესახებ გადაღებული 23-ე ფილმის Skyfall-ის პრემიერაზე საღამოს მთავარი გმირი, მსახიობი დენიელ კრეიგი წითელ ხალიჩაზე შეუძლოდ გახდა. მსახიობი სახეს ხელსახოცით იფარავდა. მოგვიანებით ვარსკვლავთან მისი მეუღლე, მსახიობი და ყოფილი მოდელი რეიჩელ ვაისი მივიდა. მალე კრეიგი კარგად გახდა და ფოტოსესიაშიც მიიღო მონაწილეობა. მსახიობის შეუძლოდ ყოფნის მიზეზი უცნობია.

წითელ ხალიჩაზე ფოტოგრაფების წინაშე ფილმში მონაწილე ვარსკვლავები - ნაომი ჰარისი, ბერენის მარლო და ხავიერ ბარდემიც პოზირებდნენ.

ფილმის რეჟისორი სემ მენდესია. მთავარ როლებს დენიელ კრეიგი (ჯეიმს ბონდი) და ხავიერ ბარდემი (რაულ სილვა, ფილმის მთავარი უარყოფითი გმირი) ასრულებენ. ფილმის საუნდტრეკს მომღერალი ადელი მღერის.

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება