ევა ლონგორია და მარკ სანჩესი დაშორდნენ

ევა ლონგორია და მარკ სანჩესი დაშორდნენ

ცნობილი მსახიობი, ევა ლონგორია მორიგ საყვარელს, სპორტსმენ მარკ სანჩესს დაშორდა. ვარსკვლავურმა წყვილმა ურთიერთობა სკანდალის გარეშე გაწყვიტა. ახალი ამბავი ჟურნალისტებს მათმა აგენტებმა შეატყობინეს.

როგორც მარკის მეგობრები, საფეხბურთო კლუბ New York Jets-ის წევრები აცხადებენ, დაშორების მიზეზი გრძნობების გაქრობა არ ყოფილა. მათი თქმით, საქმე ორი ვარსკვლავის დაძაბულ გრაფიკშია. მათ უბრალოდ არ აქვთ დრო, რომ ნორმალური ურთიერთობა ააწყონ.

უკანასკნელად ევა და სანჩესი გასულ თვეს, ნიუ-იორკის ერთ-ერთ პარკში შეამჩინეს. წყვილი ბედნიერი ჩანდა და გრძნობების დამალვას არ ცდილობდა.

25 წლის ფეხბურთელის პრესსპიკერის განცხადებით, მარკი და ევა მეგობრებად დარჩნენ. 2009 წელს სანჩესი ნაციონალური საფეხბურთო ლიგის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს. ევამდე ის მსახიობ ჰეიდენ პანეტერს ხვდებოდა.

რაც შეეხება ევას, ბოლო ნახევარი წლის განმავლობაში მან 3 რომანის გაბმა მოასწრო. სამივე მამაკაცი 37 წლის მსახიობზე რამდენიმე წლით პატარა იყო.

მომზადებულია justjared.com-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება