სირიის მთავრობა დროებით ზავს დათანხმდა

სირიის მთავრობა დროებით ზავს დათანხმდა

სირიის ხელისუფლება თანახმაა შეწყვიტოს ცეცხლი ბაირამობის დღესასწაულზე, რომელიც 26 ოქტომბრიდან 29 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება - ამის შესახებ განცხადება გაერო-ს მშვიდობის ელჩმა ლახდარ ბრაჰიმიმ გააკეთა. მისი თქმით, დროებით ზავს დათანხმდებიან ოპოზიციის შეიარაღებული ამბოხებულებიც. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ზავს სირიელ მეამბოხეთა ნაწილი უნდობლობით ეკიდება.

ჯერჯერობით, უცნობია ცეცხლის შეწყვეტის ზუსტი დრო და თარიღი.

მანამდე კი ქვეყნის დედაქალაქ ალეპოში კვლავ გრძელდება შეტაკებები. ბოლო აფეთქებას, რომელიც პურის საცხობზე განხორციელდა, 20 ადამიანი ემსხვერპლა. სირიის თავისუფალი არმიის წევრების განცხადებით, სამთავრობო ძალებმა ალეპოში ცეცხლი გაუხსნეს ადგილს, სადაც მშვიდობიანი მოსახლეობა იმყოფებოდა.

"საცხობზე თავდასხმა მთავრობამ განზრახ აირჩია, რათა მოსახლეობა მეტად დააშინოს", - აცხადებენ ისინი.

საპირისპიროს ამტკიცებენ სახელმწიფო არხებზე, სადაც აცხადებენ, რომ "სამთავრობო ჯარებმა ალეპოში ერთ-ერთ ყველაზე საშიშ ტერორისტულ ჯგუფზე მიიტანეს იერიში".

სირიაში პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადისა და ოპოზიციის მომხრეებს შორის შეიარაღებული კონფლიქტი წელიწადნახევარზე მეტია გრძელდება. ამ ხნის განმავლობაში, არაოფიციალური მონაცემებით, 30 ათასი ადამიანია დაღუპული.

"ინტერპრესნიუსი"

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა