ფრანგული ჟურნალები ოლანდის მეუღლის გამო დააჯარიმეს

ფრანგული ჟურნალები ოლანდის მეუღლის გამო დააჯარიმეს

24 ოქტომბერს სამი ფრანგული ჟურნალი ქვეყნის პირველი ლედის, ვალერი ტრიერვეილერის საცურაო კოსტუმიანი ფოტოების გამოქვეყნებისთვის დააჯარიმეს.

ფოტოები საფრანგეთის პრეზიდენტის, ფრანსუა ოლანდისა და ტრიერვეილერის შვებულების დროს გადაიღეს, რომელსაც წყვილი ხმელთაშუა ზღვაში, კუნძულ ფორტ დე ბრეგანსონზე ატარებდნენ.

სასამართლომ ფრანგულ ჟურნალ Voici-ს და ტაბლოიდ Closer-ს პირველი ლედისთვის მიყენებული ზარალისთვის  1 500-1 500 ევროს გადახდა დააკისრა. ფრანგულ ჟურნალ Public-სთვის დაკისრებული გადასახადი კი 1000 ევროს შეადგენს. ამასთან, ტრიერვეილერი კომპენსაციის სახით 20-25 ათას ევროს ითხოვდა. მაგრამ მოსამართლეების თქმით, პირველ ლედის უნდა გაეთვალისწინებინა, რომ სანაპიროზე ღია საცურაო კოსტუმით გასვლის შემთხვევაში, მისთვის შეიძლება ფოტოები გადაეღოთ.

სექტემბერში სასამართლომ ამავე ფოტოების გამოქვეყნებისთვის 2 ათასი ევროთი  ფრანგული ყოველკვირეული გამოცემა VSD დააჯარიმა.

მომზადებულია Agence France-Presse-ის მიხედვით. 

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა