ჯასტინ ტიმბერლეიკის და ჯესიკა ბილის ქორწილის პირველი ფოტოები გავრცელდა

ჯასტინ ტიმბერლეიკის და ჯესიკა ბილის ქორწილის პირველი ფოტოები გავრცელდა

გასულ პარასკევს ჯასტინ ტიმბერლეიკმა და ჯესიკა ბილმა იტალიაში გრანდიოზული ქორწილი გადაიხადეს. წყვილმა მონაწილეობა მიიღო ექსკლუზიურ საქორწინო ფოტოსესიაში. რამდენიმე ფოტო ინტერნეტში სწორედ ახლა გავრცელდა.

ერთ-ერთ ფოტოზე მომღერალი და მსახიობი ჯასტინი "ბედნიერებისგან ხტუნავს" , ხოლო ღია ვარდისფერ კაბაში გამოწყობილი პატარძალი მოკრძალებულად ზის და იღიმება. ჯესიკას საპატარძლო კაბის დიზაინი Giambattista Valli-ს ეკუთვნის. ჟურნალ People-სთან საუბრისას მსახიობმა აღნიშნა, რომ ამ კაბაზე ლამაზი ცხოვრებაში არაფერი უნახავს. ვარსკვლავმა ქორწილის ცერემონიის დეტალებიც გაამხილა.

"რომანტიკა, რომანტიკა, რომანტიკა. ცოტა ექსცენტრული და დრამატული", - აღნიშნა ბილმა.

ჯასტინმა მეუღლეს ქორწილის დღეს განსაკუთრებული საჩუქარი მიუძღვნა - მან სპეციალურად დაწერა სიმღერა საყვარელი ქალისთვის. ჯესიკა ბილი საკურთხეველთან სწორედ ამ სიმღერის ფონზე მიდიოდა. აღსანიშნავია, რომ ჯასტინმა ის ცოცხლად შეასრულა.

"ვიფიქრე, მისთვის დაწერილ სიმღერაზე კარგი საჩუქარი არაფერი იქნებოდა. მე ვმღეროდი, ის კი საკურთხევლისკენ მოდიოდა. ზრდასრული მამაკაცებიც კი ტიროდნენ!", - აღნიშნა ტიმბერლეიკმა.

წყვილს გრანდიოზული ქორწილი 6.5 მლნ დოლარი დაუჯდა. მათივე განმარტებით, იტალია გემრიელი კერძების გამო აირჩიეს.

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება