ვიტალი კლიჩკო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად ემზადება

ვიტალი კლიჩკო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად ემზადება

ვიტალი კლიჩკომ სპორტული რინგიდან პოლიტიკურ არენაზე გადაინაცვლა - კრივის მსოფლიო ჩემპიონი საკუთარ პარტიის, "UDAR"-ის სათავეში უკრაინულ რადაში მოსახვედრად იბრძოლებს.

41 წლის კლიჩკომ, რომელიც მსოფლიო ჩემპიონის ქამრის გარდა მეცნიერებათა დოქტორის ხარისხსაც ფლობს, უარი განაცხადა შეერთებოდა ოპოზიციურ კოალიციას და პარლამენტში შესვლას დამოუკიდებელი ოპოზიციის სტატუსით აპირებს.

"სამწუხაროდ, უკრაინა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული ქვეყანაა. პარლამენტში შესვლა სწორედ იმიტომ გვწადია, რომ ეს შევცვალოთ. ჩვენ მოვითხოვთ კანონის მიმართ ყოველი მოქალაქის თანასწორობას. გვსურს მოვახდინოთ მასობრივი დისკვალიფიკაცია ადამიანებისა, რომლებმაც ჩაიდინეს დანაშაული და არ შეასრულეს საკუთარი მოვალეობები. ჩვენ ამომრჩეველს ვთავაზობთ სრულიად ახალ პრინციპებს და ახალგაზრდა თაობას", - აცხადებს კლიჩკო "ევრონიუსთან" ინტერვიუში.

მისივე თქმით, პარლამენტში მოხვედრის შემთხვევაში მისი და პარტია "UDAR"-ის ერთ-ერთი პირველი ინიციატივა ლუსტრაციის კანონის შემოღება იქნება, რომელიც წარსულში დანაშაულებრივ ქმედებებში მხილებულ ოფიციალურ პირების სახელმწიფო სამსახურებიდან განთავისუფლებას გულისხმობს.

პოლიტიკაში ეს კლიჩკოს პირველი ნაბიჯია, თუ არ ჩავთვლით კიევის საკრებულოს არჩევნებს, სადაც კლიჩკომ და მისმა ბლოკმა ხმათა 10% მოიპოვეს.

მომზადებულია euronews-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა