ლინდსი ლოჰანმა გადასაღები მოედნიდან ტანსაცმელი მოიპარა

ლინდსი ლოჰანმა გადასაღები მოედნიდან ტანსაცმელი მოიპარა

მსახიობმა ლინდსი ლოჰანმა ფილმ "ძალიან საშიში კინო 5"-ის გადასაღები მოედნიდან, უფრო კონკრეტულად კი საკუთარი საგრიმიოროდან, 15 000 დოლარის ღირებულების ტანსაცმელი მოიპარა.

"ტანსაცმელი გარდერობში ეკიდა, ხოლო გარდერობი ლინდსის საგრიმიოროში იყო განთავსებული. დაკარგულია რამდენიმე მაისური, კაბა და სხვა ატრიბუტები. მგონი ლინდსის ეგონა, რომ ისინიც მას ეკუთვნოდა, როგორც მაგალითად სასაჩუქრე ნაკრები სასტუმროში. ამის შესახებ ყველა მსახიობმა გაიგო, მაგრამ პროდიუსერებმა განაცხადეს, რომ ეს ლინდსისთან მუშაობის საზღაურია", - აცხადებს წყარო.

ლინდსის ოფიციალური წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ეს სიცრუეა, თუმცა ფაქტია, რომ ლოჰანსა და ფილმის გადამღებ ჯგუფს შორის ურთიერთობა ძალიან დაძაბულია.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ლინდსის სხვისი ნივთებისკენ გაურბის ხელი. ადრე მსახიობმა ლოს-ანჯელესის საიუველირო მაღაზიიდან ძვირადღირებული ყელსაბამი მოიპარა, ხოლო 2008 წელს - 11 000 დოლარის ღირებულების ქურქი.

იხილეთ: ჰოლივუდის ვარსკვლავის ქურდობის კადრები

- ლინდსი ლოჰანმა ელიზაბეტ ტეილორის ტრაილერი გააფუჭა

მომზადებულია Daily Mail-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება