ბრიტნის სპირსი ჯანსტინ ტიმბერლეიკის ქორწილმა გააცოფა

ბრიტნის სპირსი ჯანსტინ ტიმბერლეიკის ქორწილმა გააცოფა

ბრიტნი სპირსი მისი ყოფილი შეყვარებულის, ჯასტინ ტიმბერლეიკის ქორწილმა მდგომარეობიდან გამოიყვანა. როგორც მომღერლის ახლობლები აცხადებენ, ვარსკვლავს იმდენად არ მოეწონა ეს ახალი ამბავი, რომ ნერვებმა უმტყუნეს.

"ბრიტნის არაერთხელ უთქვამს, რომ ჯასტინი მის ახლანდელ მეუღლეს მხოლოდ ბრიტნის ყურადღების მისაქცევად ხვდებოდა. არავის მოსმენა არ სურს, ვერავინ დააჯერა, რომ ჯასტინს მართლა უყვარს ჯესიკა ბილი", - აცხადებს მომღერლის მეგობარი.

ბრიტნი არც მისი ახლანდელი საქმროს, ჯეისონ ტრავიკის თვალწინ მოერიდა ისტერიკის მოწყობას.

"როდესაც შეიტყო, რომ ჯასტინმა ჯესიკა ცოლად მოყვანა, კივილი დაიწყო. რაც ხელში მოხვდებოდა, ყველაფერს ისროდა, ბოლოს კი ძირს დაეცა და ტირილი მორთო", - აცხადებს წყარო.

შეგახსენებთ, რომ ბრიტნი სპირსი და ჯასტინ ტიმბერლეიკი ერთმანეთს 1999-2002 წლებში ხვდებოდნენ. პოპის დედოფალმა ჯასტინს უღალატა, რაც მათი დაშორების მიზეზი გახდა.

მომზადებულია 7days.ru-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება