კრისტინა აგილერა დრამატულ როლზე ოცნებობს

კრისტინა აგილერა დრამატულ როლზე ოცნებობს

ცნობილი მომღერალი, კრისტინა აგილერა დიდ ეკრანზე დაბრუნებას გეგმავს. ვარსკვლავმა განაცხადა, რომ ისევ სურს ფილმებში თამაში, თუმცა როლი დრამატული უნდა იყოს.

"დიახ, ნამდვილად მინდა კინოს დავუბრუნდე. მინდა, რომ საკუთარი თავი გამოვიწვიო და მართლაც დრამატული როლი შევასრულო", - განაცხადა მომღერალმა ერთ-ერთ ინტერვიუში.

კითხვაზე, თუ რომელი როლის შესრულებას ისურვებდა, კრისტინამ უპასუხა, რომ დიდი სიამოვნებით განასახიერებდა ნარკომანს ან ავადმყოფს.

კრისტინამ 2010 წელს მუზიკლ "ბურლესკში" პროვინციელი მომღერლის როლი შეასრულა.

მომზადებულია huffingtonpost-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება