უკრაინის არჩევნებში ვიქტორ იანუკოვიჩის პარტია ლიდერობს

უკრაინის არჩევნებში ვიქტორ იანუკოვიჩის პარტია ლიდერობს

უკრაინის უმაღლესი რადას არჩევნებში 36%-ით პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩის "რეგიონების პარტია" ლიდერობს. უკრაინის ცესკო-მ ხმათა 30% უკვე დაითვალა. პარტიის ლიდერებმა, უკრაინის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლაი აზაროვმა და მისმა მოადგილემ ბორის კალესნიკოვმა უკვე გააკეთეს განცხადება არჩევნებში გამარჯვების თაობაზე.

მეორე ადგილზეა ოპოზიციური კოალიცია "ბატკივშინა", რომელმაც 21% მიიღო. მისი ლიდერი ყოფილი პრემიერი, ამჟამად პატიმრობაში მყოფი იულია ტიმოშენკოა. მესამე ადგილს იკავებს კომუნისტური პარტია-15%. სავარაუდოდ პარლამენტში შესვლას მოახერხებს ვიტალი კლიჩკოს პარტია "უდარ"-იც, რომელსაც ხმათა 12 პროცენტი აქვს. 5%-იანი ბარიერის გადალახვა შეძლო ულტრამემარჯვენე პარტია "თავისუფლებამ" - 8%.

საპარლამენტო არჩევნებს უკრაინაში 4000-ზე მეტი საერთაშორისო დამკვირვებელი აკვირდებოდა. დსთ-ს სადამკვირვებლო ორგანიზაციის შეფასებით, არჩევნებისას გამოვლენილ დარღვევებს სისტემატური ხასიათი არ ჰქონიათ. რაც შეეხება სადამკვირვებლო დელეგაციებს ევროკავშირიდან და ეუთოდან, მათ ჯერ ოფიციალური შეფასება არ გაუკეთებიათ.

უკრაინული მედია წერს, რომ მიუხედავად არჩევნებში გამარჯვებისა, აშკარაა რომ რეგიონების პარტია კონსტიტუციური უმრავლესობის მოპოვებას ვერ შეძლებს. მოსალოდნელი შიდასაპარლამენტო ალიანსების შესახებ განცხადება უკვე გააკეთა ვიცე-პრემიერმა კალესნიკოვმა, რომელმაც კომუნისტურ პარტიას თანამშრომლობა შესთავაზა.

სულ უკრაინის რადაში 450 დეპუტატს ირჩევენ. მათგან ნახევარი პროპორციული, ნახევარი კი მაჟორიტარული სისტემით აირჩევა. საარჩევნო ბარიერი ხმათა 5%-ით განისაზღვრება.

"ინტერპრესნიუსი"

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა