სმოლენსკის კატასტროფის მოწმე გარდაცვლილი იპოვეს

სმოლენსკის კატასტროფის მოწმე გარდაცვლილი იპოვეს

კვირა საღამოს პოლიციამ სმოლენსკის ავიაკატასტროფის მთავარი მოწმე რემიგიუშ მუსი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვა. გამოძიების მთავარი ვერსია თვითმკვლელობაა. 2010 წლის 10 აპრილს მომხდარმა ავიაკატასტროფამ პოლონეთის პრეზიდენტის, ლეხ კაჩინსკის და მთავრობის წევრების სიცოცხლე შეიწირა. 

"პოლიცია თვითმკვლელობის ვერსიას ამუშავებს",- განაცხადა საოლქო პროკურატურის წარმომადგენელმა დარიუშ სლეპოკურამ.

გარდაცვლილი მისმა მეუღლემ ვარშავას შემოგარენში სახლის სარდაფში იპოვა. მან თავი ჩამოიხრჩო.

42 წლის რემიგიუშ მუსი პრეზიდენტის თვითმფრინავ იაკ-40-ში ბორტინჟინრად მუშაობდა. იაკ-40 სმოლენსკის აეროპორტში ტუ 154-ის ტრაგედიამდე ერთი საათით ადრე დაჯდა. რემიშინგ მუსი ხმელეთზე იაკ-40-ის სალონში ტუ 154-ის ეკიპაჟის საუბარს რადიოსადგურის საშუალებით ისმენდა.

თავის ჩვენებებში მუსმა განაცხადა, რომ მორიგე დისპეჩერმა ტუ-154-ის პილოტებს ხშირი ნისლის პირობებში 50 მეტრამდე დაშვების უფლება მისცა. მაგრამ ოფიციალური ვერსიით, დისპეჩერს 100 მეტრზე დაბლა დაშვების უფლება არ გაუცია.

მომზადებულია lifenews.ru-ს მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა