დათო არჩვაძემ ჯვარი შუაღამეს დაიწერა

დათო არჩვაძემ ჯვარი შუაღამეს დაიწერა

"აღმაფრენა მაქვს სრული, მეტყობა კიდეც მუზაზე.… სკოლის ასაკიდან ვიცნობდი ეთუნა ფარეხელაშვილს" - გვიყვებოდა თავისი სიყვარულის ამბავს მომღერალი დავით არჩვაძე "რეიტინგის" წინა ნომერში. მომღერალ სოფო კუჭავასთან განშორების შემდეგ, დათოს ცხოვრებაში საკმაოდ მძიმე პერიოდი ჰქონდა, მაგრამ ყველაფერი გადალახა და ახალი სიყვარული ეწვია. ეთუნა ათი წელი ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობდა და წყვილმა ერთმანეთი წლების შემდეგ "თეატრალური კვარტეტის" კონცერტზე ნახა. ათი წლის უნახავ მეგობარს სხვანაირად შეხედა და მათ შორის ნამდვილი გრძნობა გაჩნდა. რამდენიმე თვის განმავლობაში იწერებოდა პრესაში დათოსა და ეთუნას სიყვარულის ამბის შესახებ. თავიდან მომღერალი ყველაფერს მალავდა, მაგრამ გრძნობა ბოლომდე ვერ დამალა.

გასულ კვირას წყვილის შესახებ საინტერესო სიახლე გავიგეთ. ჩვენი წყაროს ინფორმაციით, დათომ და ეთუნამ ჯვარი ღამის ორ საათზე დაიწერეს და საქორწინო მოგზაურობაში გაემგზავრნენ. რატომ მიიღეს ასეთი მოულოდნელი გადაწყვეტილება და რა გახდა საიდუმლო ჯვრისწერის მიზეზი, ამაზე წყვილის დაბრუნების შემდეგ მოგიყვებით.

"რეიტინგი" დათოსა და ეთუნას ულოცავს დაოჯახებას და ბედნიერებას უსურვებს.

DJ ბუკლე

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება