კაილი მინოუგს გათხოვება არ უნდა

კაილი მინოუგს გათხოვება არ უნდა

44 წლის მომღერალს, კაილი მინოუგს შვილების ყოლა სურს, თუმცა გათხოვებაზე არ ფიქრობს. ამ თემაზე პოპის დედოფალმა ჟურნალ Sunday Times-თან ისაუბრა.

"შვილები ნამდვილად არაჩვეულებრივი იქნებოდა, მაგრამ ქორწინება? ქორწინება ჩემი გეგმების სიაში ბოლო ადგილზეა", - განაცხადა კაილიმ.

კაილი მინოუგი 2008 წლიდან მასზე 10 წლით პატარა ესპანელ მოდელს ანდრეს ველენკოსოს ხვდება, თუმცა მასთან მთელი ცხოვრების დაკავშირებაზე მაინც არ ფიქრობს.

"ჩემთვის აუცილებელია იმის ცოდნა, რომ მაქვს საკუთარი სივრცე, რომ თავისუფალი ვარ", - აცხადებს მომღერალი.

44 წლის კაილი მინოუგი მუსიკალურ შოუბიზნესში უკვე 25 წელია აქტიურად მოღვაწეობს. ვერცხლის იუბილეზე მომღერალმა ორკესტრთან ერთად ალბომი ჩაწერა, სადაც ყველა მისი ჰიტი შევიდა.

ალბომისთვის ვარსკვლავმა სპეციალურ ფოტოსესიაშიც მიიღო მონაწილეობა. ფოტოებზე პოპის დედოფალი ასაკთან შედარებით გაცილებით ახალგაზრდად გამოიყურება, თუმცა თავად აცხადებს, რომ კოსმეტიკური ოპერაციებისთვის არ მიუმართავს.

მომზადებულია The Sunday Times-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება