ტონი ბრექსტონი თაღლითობაში გამოიჭირეს

ტონი ბრექსტონი თაღლითობაში გამოიჭირეს

45 წლის მომღერალი ტონი ბრექსტონი თაღლითობაში გამოიჭირეს. მან მეუღლეს 53 490 დოლარი გადაურიცხა. მომღერალი ამით თანხის კრედიტორებისგან დამალვას ცდილობდა.

ფინანსისტი, რომელიც ტონის გაკოტრების საქმეს აწარმოებს, აცხადებს, რომ ახალი დოკუმენტების თანახმად, ბრექსტონის მეუღლემ კერი ლუისმა ეს თანხა მას შემდეგ მიიღო, რაც მომღერლის მთლიანი ქონება დათვლილი იყო.

ახლა ფინანსისტები სასამართლოს გზით ამ თანხის დაბრუნებას ცდილობენ, რათა მომღერლმა მრავალმილიონიანი ვალი გადაიხდოს.

2010 წელს ტონი ბრექსტონმა თავი გაკოტრებულად აღიარა. მან განაცხადა, რომ 50 მილიონამდე დოლარი ვალი აქვს.

მომღერლის წარმომადგენელი აცხადებს, რომ გადარიცხვა კანონიერი და აუცილებელი იყო და ისინი მზად არიან, მომღერლის უფლებები სასამართლოში დაიცვან.

მომზადებულია TMZ-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება