ბოლივიაში რადიოწამყვანი პირდაპირ ეთერში დაწვეს

ბოლივიაში რადიოწამყვანი პირდაპირ ეთერში დაწვეს

ბოლივიაში რადიოსადგურ Radio Popular-ის ჟურნალისტ ფერნანდო ვიდალის პირდაპირ ეთერში ცეცხლი წაუკიდეს.

თავდასხმა ქალაქ იაკუიბას რადიოსადგურის სტუდიაში მოხდა. რადიოსადგურის თანამშრომლების თქმით, ეთერის დროს სტუდიაში ოთხი ნიღბიანი ადამიანი შეიჭრა, რომლებმაც ფერნანდო ვიდალის ბენზინი გადაასხეს და ცეცხლი წაუკიდეს.

თავდამსხმელებმა შენობას აალებადი ნივთიერებით სავსე ბოთლებიც ესროლეს. ვიდელი და მისი კოლეგა საავადმყოფოში გადაიყვანეს.

თავდასხმის დროს ვიდალი ეთერში არგენტინის მოსაზღვრე ბოლივიის რაიონებში არსებულ კონტრაბანდაზე საუბრობდა.

მომზადებულია Los Tiempos-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა