ევა ლონგორიამ თვალი ბრუნო მარსს დაადგა

ევა ლონგორიამ თვალი ბრუნო მარსს დაადგა

მამაკაცების ცნობილი გულთამპყრობელი და მსახიობი, ევა ლონგორია დიდხანს მარტო ვერ ძლებს. ვარსკვლავი ახალხან დაშორდა ამერიკული ფეხბურთის მოთამაშეს მარკ სანჩესს, თუმცა უკვე იპოვა მისი შემცვლელი. ევამ თვალი პოპულარულ მომღერალს, ბრუნო მარსს დაადგა.

"ვგიჟდები ბრუნოს სიმღერაზე - Locked out of Heaven! ხშირად ვუსმენ!" - დაწერა ევამ საკუთარ "ტვიტერზე".

ევამ არც ახლა დაარღვია ტრადიცია და ისევ მასზე რამდენიმე წლით პატარა მამაკაცს ხვდება. ბრუნო მარსი 27 წლის მომღერალია, რომელიც ბოლო დროს პოპულარული გახდა.

შეგახსენებთ, 37 წლის ლონგორიას გვერდით ყოველთვის პატარა მამაკაცები ჰყავს. მისი ყოფილი საყვარელი, მარკ სანჩესი 25 წლის იყო. იქამდე კი მსახიობი პენელოპა კრუზის დას, ედუარდოს ხვდებოდა, რომელიც 27 წლის იყო.

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება