ბიონსეს "ობამები" ყურზე ჰკიდია

ბიონსეს "ობამები" ყურზე ჰკიდია

შოუბიზნესის ცნობილი წარმომადგენლები აქტიურად არიან ჩართულნი საარჩევნო კამპანიაში. მოახლოებული საპრეზიდენტო არჩევნების ფონზე ისინი კანდიდატების მიმართ სიმპათიას ორიგინალურად გამოხატავენ. გამონაკლისი არც მომღერალი ბიონსეა, რომელიც ობამების ოჯახთან მეგობრობს.

რამდენიმე დღის წინ მომღერალი უცნაური საყურით შენიშნეს. მრგვალ ოქროსფერ საყურეში, რომელიც ბიონსეს ეკეთა, დიდი ასოებით იყო ამოკვეთილი აშშ-ის ამჟამინდელი პრეზიდენტის გვარი.

საყურის დიზაინი ცნობილ იუველირს, ერიკა პენას ეკუთვნის. საყურის ძირითადი წრე ინგლისურ ასო O-ს და შესაბამისად, ობამას გვარის პირველ ასოს აღნიშნავს. ხოლო წრის შიგნით პრეზიდენტის გვარის დანარჩენი ნაწილია მოთავსებული. სამკაულის ფასი 32 დოლარია.

ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც ბიონსე ობამასადმი მხარდაჭერას გამოხატავს. რამდენიმე თვის წინ მომღერალსა და მსახიობს ფრჩხილებზე პრეზიდენტის სახე ჰქონდა გამოსახული.

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება