რაკეტა, რომელიც მხოლოდ კომპიუტერებს ანადგურებს

რაკეტა, რომელიც მხოლოდ კომპიუტერებს ანადგურებს

ოქტომბრის შუა რიცხვებში ამერიკულმა "ბოინგმა" ახალი ფრთოსანი რაკეტა გამოსცადა. მსგავსი ტიპის შეიარაღებისგან განსხვავებით, ის არც ცოცხალ ძალას, არც სამხედრო ტექნიკას და არც რაიმე შენობა-ნაგებობებს ანადგურებს. რადიოტალღების ძლიერი იმპულსებით მას მწყობრიდან მხოლოდ მოწინააღმდეგის კომპიუტერები და ელექტრონული სისტემები გამოჰყავს.

"ბოინგის" სპეციალისტთა აზრით, მსგავსი შეიარაღება ომებისა და საბრძოლო მოქმედებების წარმოების ტაქტიკას ძირფესვიანად შეცვლის. გამომდინარე იქიდან, რომ CHAMP-ის ტიპის ახალი რაკეტა მხოლოდ ელექტოსისტემების წინააღმდეგაა გამიზნული, მის მიერ მიყენებული არაპირდაპირი ზიანი მინიმალურია.

ელექტროტექნიკაზე ელექტრომაგნიტური იმპულსის უარყოფითი მოქმედება გასული საუკუნის შუა ხანებში ატომური ბომბების გამოცდებისას აღმოაჩინეს. ყოველი აფეთქების შემდეგ, რამდენიმე ათეული კილომეტრის რადიუსში მცირე დროით ყველა ელექტრონული მოწყობილობების მუშაობაში შეფერხებები შეინიშნებოდა. მათი ნაწილი კი საერთოდ მწყობრიდან გამოდიოდა. მას შემდეგ ელექტრომაგნიტური იარაღის შექმნაზე მსოფლიოს წამყვანი სპეციალისტები აქტიურად მუშაობენ.

რაკეტა CHAMP-ის გამოცდისას, სამიზნეს კომპიუტერული და სხვა ელექტროტექნიკით სავსე ორსართულიანი შენობა წარმოადგენდა. მიკროტალღური გამოსხივების იმპულსის "გასროლის" შემდეგ, რამდენიმე წამში შენობაში არსებულმა ყველა ელექტრულმა მოწყობილობამ მუშაობა შეწყვიტა.

გამოცდები წარმატებულად ჩაითვალა, რადგან ერთი საათის განმავლობაში რაკეტამ მსგავსი სახის შვიდი სამიზნე "გაანადგურა". სპეციალისტთა თქმით, ამ სისტემის შეიარაღებაში მიღებაზე საუბარი ჯერ ნაადრევია. თუმცა ყველანი ერთხმად აღნიშნავენ, რომ მსგავსი შეიარაღების გამოჩენა სამხედრო საქმეში დიდ გადატრიალებას მოახდენს.

ნუკრი მგელაძე

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე