პოლონეთში უარყოფენ, რომ ლეხ კაჩინსკის თვითმფრინავი აფეთქების შედეგად ჩამოვარდა

პოლონეთში უარყოფენ, რომ ლეხ კაჩინსკის თვითმფრინავი აფეთქების შედეგად ჩამოვარდა

პოლონელი გამომძიებლები აცხადებენ, რომ სიმართლეს არ შეესაბამება პრესაში გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს თვითმფრინავის ჩამოვარდნის ადგილზე ასაფეთქებელი ნივთიერებების კვალი იქნა ნაპოვნი. გაზეთმა, რომელმაც ეს ინფორმაცია გაავრცელა, უკვე უარყო მისი უტყუარობა, თუმცა ეს საკმარისი აღმოჩნდა იმისათვის, რომ დაღუპული ლეხ კაჩინსკის ძმას, ოპოზიციის ლიდერ იაროსლავ კაჩინსკის პოლონეთის მთავრობა მკვლელობის დეტალების განზრახ მიჩქმალვაში დაედანაშაულებინა.

"სამხედრო გამომძიებლები აცხადებენ, რომ შემთხვევის ადგილზე ასაფეთქებელი ნივთიერებები არ აღმოჩნდა. ამასთანავე ისინი აცხადებენ, რომ ჯერაც ჩასატარებელია ტესტები, არსებობს პასუხგაუცემელი შეკითხვები, ეჭვები და ა.შ. ყოველივე ეს თვალთმაქცობას გავს" - განაცხადა მან.

კაჩინსკის განცხადებას ქვეყნის პრემიერი დონალდ ტუსკი გამოეხმაურა, რომელმაც კაჩინსკი მთავრობის ცილისწამებაში დასდო ბრალი:

"ყოვლად მიუღებელია, როდესაც ოპოზიციის ლიდერი, პრესაში გავრცელებულ მცდარ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ძირს უთხრის პოლონეთის საზოგადოებრივ ცხოვრებას და ზოგადად პოლონურ სახელმწიფოს", - თქვა მან.

იხილეთ ვიდეო

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა