ლეო ჯის ახალი კლიპი ევროპაში დატრიალდება

ლეო ჯის ახალი კლიპი ევროპაში დატრიალდება

ლევან ჯიბლაძე "ვარსკვლავების აკადემიიდან" და "გოლდენ ტალანტიდან" გემახსოვრებათ. მან სახელი მიკას ერთ-ერთი პოპულარული სიმღერის შესრულებით გაითქვა. კონკურსებში მიღებული გამოცდილების შემდეგ ლევანმა, რომელმაც სასცენო სახელი შეიცვალა და ახლა ლეო ჯი გახლავთ, საკონცერტო სააგენტო "მაქსიმუმისა" და მისი ხელმძღვანელის, ეკა ჩიტაშვილის დახმარებით შვედურ კომპანია "იგუანო სტუდიოსთან" კონტრაქტს მოაწერა ხელი. ჩაწერა სიმღერა და ამ სიმღერაზე ზემოხსენებულმა სტუდიამ საკმაოდ მაღალი ხარისხის კლიპის გადაღება უზრუნველყო. ვიდეოს გადაღებები ბულგარეთში მიმდინარეობდა. მასში მონაწილეობს მოდლოველი მოდელი ირინა ტარასიუკი, რომელიც, უნდა ითქვას, მშვენივრად გამოიყურება. თავად ლევანის იმიჯიც შეცვლილია. კონტრაქტის თანახმად, ეს კლიპი ევროპულ მუსიკალურ არხებზე უნდა დატრიალდეს, ხოლო საქართველოში მისი პრემიერა მცირე ხნის წინ "მიუზიკბოქსის" ეთერში შედგა და სწორედ ამ ტელეარხს აქვს ექსკლუზიურად მისი ტრანსლირების უფლება.

რაც შეეხება ლევანის კარიერას, იგეგმება მეორე კლიპის გადაღება, სავარაუდოდ, იტალიაში და ასევე მზადდება ალბომიც, რომელშიც 12 სიმღერა უნდა შევიდეს. ლევანს წარმატებებს ვუსურვებ, რადგან ყველა ქართველის კარიერის აღმასვლა მხოლოდ გამიხარდება.

DJ ბუკლე

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

იხილეთ ვიდეო

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება