სტივ ტაილერი საცოლეს დაშორდა

სტივ ტაილერი საცოლეს დაშორდა

მომღერალი სტივ ტაილერი საცოლეს, მოდელ ერინ ბრედის დაშორდა. მომღერალმა არჩევანი პირად ცხოვრებასა და კარიერას შორის გააკეთა. სტივი თვლის, რომ ერინი მისგან დიდ ყურადღებას მოითხოვს და კარიერაზე კონცენტრაციაში ხელს უშლის.

"სტივმა ერინთან ურთიერთობა მშვიდად, ყოველგვარი სკანდალის გარეშე შეწყვიტა. მომღერალი ტურნეს გამართვას გეგმავს. მისთვის ამ ეტაპზე მნიშვნელოვანი ტურნე და ბენდია, ამიტომ საცოლესთან დაშორება ამჯობინა. ერინს იოკო ონოს (ჯონ ლენონის მეუღლე) ხასიათი აქვს", - წერს New York Post.

წყვილი ერთმანეთს 2006 წლიდან ხვდებოდა. შარშან კი ჰავაიზე ნიშნობა გრანდიოზული ცერემონიით აღნიშნეს.

მომზადებულია New York Post-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება