უმუშევრობამ ევროზონაში რეკორდულ მასშტაბებს მიაღწია

 უმუშევრობამ ევროზონაში რეკორდულ მასშტაბებს მიაღწია

ევროზონის ქვეყნებში თითქმის 18,5 მილიონი უმუშევარია - ამას მოწმობს სექტემბერში ჩატარებული სტატისტიკური კვლევები, რომელთა შედეგებიც ახლახანს გამოქვეყნდა. უმუშევართა ეს რაოდენობა ევროზონის, რომელიც 17 ქვეყნისგან შედგება, მთლიანი მოსახლეობის 11,6 პროცენტს შეადგენს.

კვლევის მიხედვით, უმუშევრობის საკითხი ყველაზე მწვავედ ესპანეთში დგას - 5, 78 მილიონი ადამიანი, ქვეყნის მოსახლეობის თითქმის 26 პროცენტი უმუშევარია. კიდევ უფრო მძიმე სიტუაციაა ესპანეთში ახალგაზრდობის დასაქმების მხრივ - ესპანელი ახალგაზრდების 54 პროცენტი სამსახურის გარეშეა დარჩენილი. მძიმე მდგომარეობაა ასევე საბერძნეთსა და პორტუგალიაში.

საუკეთესო შედეგები აჩვენეს ავსტრიამ (4,4%), ლუქსემბურგმა (5,2%), გერმანიამ და ნიდერლანდებმა (5,4 %). რაც შეეხება სრულიად ევროკავშირს, იმ ქვეყნების ჩათვლით, რომლებიც ევროს არ იყენებენ, აქ დაახლოებით 25 მილიონი უმუშევარია, რაც საერთო მოსახლეობის 10,6 პროცენტს უდრის. კვლევებმა ასევე აჩვენეს, რომ უმუშევრობასთან ერთად ევროზონაში საბაზრო ფასებმაც იმატა, განსაკუთრებით ენერგოპროდუქტებზე.

მომზადებულია euronews-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა