ლედი გაგა ადელის თავდაჯერებულობას შენატრის

ლედი გაგა ადელის თავდაჯერებულობას შენატრის

ეპატაჟური მომღერალი, ლედი გაგა ადელის თავდაჯერებულობას შენატრის. მომღერალმა ჟურნალისტებთან აღნიშნა, რომ მის წონას ყველა აკრიტიკებს, ხოლო ადელის ზედმეტ წონაზე არაფერს ამბობენ.

"სიმართლე რომ ვთქვათ, მართლაც მოვიმატე 13 კილოგრამი. თუმცა ისიც უნდა აღვნიშნო, რომ ადელი ჩემზე მსუქანია. რატომ არავინ საუბრობს ამაზე? ადელი შესანიშნავია. ძალიან მინდა, რომ მისი თავდაჯერებულობის თუნდაც ნაწილი გამაჩნდეს", - აღნიშნა ლედი გაგამ ჟურნალ Stylist-თან საუბრისას.

მომღერალს არც ეგონა, რომ მის წონას ამხელა ყურადღებას მიაქცევდნენ.

"ინტერნეტში გავრცელდა ჩემი ფოტოები და ამას გამოხმაურებაც მოყვა. დედაჩემაც კი დამირეკა და მითხრა, რომ წონაში მოვიმატე, მაგრამ შემდეგ ეს ინფორმაცია ტელევიზიებში ისეთ ახალ ამბებთან ერთად გაუშვეს, როგორიცაა ომი, ეკონომიკური კრიზისი და არჩევნები. მაშინ ვიფიქრე, რომ ეს უბრალოდ სასაცილოა. რა მაგალითს აძლევს ეს ყველაფერი იმ გოგონებს, რომლებიც ტელევიზორთან სხედან და ახალ ამბებს უყურებენ?", - აღნიშნა ვარსკვლავმა.

ლედი გაგამ საკუთარი უცნაური იმიჯიც ახსნა.

"მიყვარს ექსპერიმენტები. როდესაც საინტერესო სამოსს ვხედავ, მიჩნდება სურვილი, მოვირგო და ხალხს ვანახო", - განაცხადა მომღერალმა.

ლედი გაგას ადელის შურს

მომზადებულია Stylist-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება