პოლ მაკარტნი - "ბითლზი" იოკო ონოს არ დაუშლია

პოლ მაკარტნი - "ბითლზი" იოკო ონოს არ დაუშლია

"ჯგუფი იოკოს არ დაუშლია", - განაცხადა 70 წლის პოლ მაკარტნიმ სერ დევიდ ფროსტთან სატელევიზიო ინტერვიუში. მისი თქმით, ცნობილი მოსაზრება იმის შესახებ, თითქოს ლეგენდარული ჯგუფის დაშლაში ჯონ ლენონის მეუღლეს, იოკო ონოს მიუძღვის ბრალი, სიმართლეს არ შეესაბამება, რადგანაც "ჯონი ისედაც აპირებდა წასვლას".

მეტიც, ლენონი, მაკარტნის განცხადებით, არასოდეს დაწერდა ჰიტად ქცეულ სიმღერას "Imagine", რომ არა იოკოს გავლენა.

ვრცელ ინტერვიუს, რომელიც პოლ მაკარტნიმ მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ცნობად ტელეწამყვანთან, სერ დევიდ ფროსტთან ჩაწერა, ბრიტანულ ტელევიზიებში მომავალი კვირისთვის გაუშვებენ ეთერში.

იხილეთ ვიდეო

მომზადებულია BBC-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება