"პრეზიდენტისათვის მამაკაცურობა ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც პოლიტიკური ალღო და დიპლომატია", - მიიჩნევს ამერიკელი ავტორი ჯექსონ კატცი, რომელიც თავის წიგნში "ლიდერები: საპრეზიდენტო კამპანიები და მამაკაცურობის პოლიტიკა" საუბრობს იმაზე, თუ რა როლს თამაშობს მამაკაცურობა ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში.
კატცის თქმით, ობამას არ ახასიათებს ისეთი "ნაღდი" კაცის იმიჯი, როგორიც რონალდ რეიგანსა და მამა-შვილ ბუშებს ჰქონდათ. "იგი უფრო მეტროსექსუალური ტიპია, თუმცა უნდა ითქვას, რომ თავს კალათბურთის მოედანზე ისევე კომფორტულად გრძნობს, როგორც თეთრ სახლში.
რაც შეეხება მიტ რომნის, კატცის თქმით, იგი მას რონალდ რეიგანს აგონებს, რომელსაც ადაპტირების საოცარი უნარი ჰქონდა და ყველგან, იქნებოდა ეს ტეხასური რანჩო, თუ არისტოკრატიული ვახშამი, ხალხი მას "თავის კაცად" მიიჩნევდა.
მომზადებულია BBC-ს მიხედვით.