Disnay-ი "ვარსკვლავური ომების" გაგრძელებას გადაიღებს

Disnay-ი "ვარსკვლავური ომების" გაგრძელებას გადაიღებს

Disnay-ი "ვარსკვლავური ომების" მეშვიდე ეპიზოდს გადაიღებს. კორპორაციამ ფანტასტიკის ჟანრის ცნობილი ფილმების მწარმოებელი კომპანია Lucasfilm-ი 4.5 მლრდ დოლარად შეიძინა. თავად ჯორჯ ლუკასი ცნობილი ფილმის მომავალი ეპიზოდების მხოლოდ "კრეატიული კონსულტანტი" იქნება.

"ვარსკვლავურ ომებს" მინიმუმ კიდევ 3 ეპიზოდი დაემატება.

"ბოლო 35 წლის განმავლობაში ყველაზე დიდი სიამოვნება იმის ხილვა იყო, თუ როგორ გადაეცემა "ვარსკვლავური ომები" თაობიდან თაობას. მოვიდა დრო, რომ "ვარსკვლავური ომები" კინემატოგრაფთა ახალ თაობას გადავცე", - განაცხადა ჯორჯ ლუკასმა.

ფილმის მეშვიდე ეპიზოდის ხილვა მაყურებელს 2015 წელს შეეძლება.

"ვარსკვლავური ომები" საკულტო საგაა, რომელიც უკვე გამოსული 6 ფილმის გარდა, მულტსერიალს, კომიქსებს, წიგნებსა და ვიდეოთამაშებს მოიცავს. პირველი ფილმი 1997 წლის 25 მაისს გამოვიდა.

მომზადებულია hollywoodreporter.com-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება