უელსში ქალმა ვაჟი იმის გამო მოკლა, რომ ყურანი ვერ ისწავლა

უელსში ქალმა ვაჟი იმის გამო მოკლა, რომ ყურანი ვერ ისწავლა

დიდ ბრიტანეთში ქალის სასამართლო პროცესი დაიწყო, რომელმაც საკუთარი შვილი მოკლა იმის გამო, რომ მან ყურანის დაზეპირება ვერ შეძლო.

უელსში, ქალაქ კარდიფში მცხოვრებმა 32 წლის მუსულმანმა სარა იგმა შვიდი წლის ვაჟი სასიკვდილოდ სცემა. ბიჭუნამ ყურანის ტექსტის ციტირება ვერ შეძლო, რომლის დაზეპირებაც ქალმა შვილს დაავალა.

მიღებული ტრავმების შედეგად ბიჭუნა გარდაიცვალა. ამის შემდეგ ქალმა მისი ცხედარი დაწვა, რომ მტკიცებულებები მოეშორებინა.

სარა იგის თქმით, მას და მის მეუღლეს სურდათ, რომ მათი ვაჟი ხაფიზი (მუსულმანი, რომელმაც ყურანი ზეპირად იცის) გამოსულიყო. "ჩვენ მაღალი მიზანი გვქონდა, გვსურდა, რომ მას 35 გვერდი სამ თვეში ესწავლა",-განაცხადა მან. ქალმა დასძინა, რომ ჯილდოს სახლით ვაჟს ახალი ველოსიპედის ყიდვას შეჰპირდა.

სარა იგმა აღიარა, რომ ვაჟი არაერთხელ უცემია. ბიჭუნას ცხედრის აღმოჩენის შემდეგ, მშობლებმა პოლიციის თანამშრომლებს განუცხადეს, რომ იგი ხანძრის დროს დაიღუპა, მაგრამ კვეთამ აჩვენა, რომ ბავშვი უფრო ადრე, მძიმე ტრავმების შედეგად გარდაიცვალა.

მოგვიანებით ქალმა მკვლელობა აღიარა, მაგრამ განაცხადა, რომ ვაჟის მოკვლა მას შაითანმა უბრძანა. მისი მეუღლე დანაშაულში მონაწილეობას უარყოფს.

მომზადებულია The Telegraph-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა