ჯონი დეპი ამბერ ჰარდისთვის ლექსებს წერს

ჯონი დეპი ამბერ ჰარდისთვის ლექსებს წერს

ცნობილი მსახიობი ჯონი დეპი ყოფილი საყვარლის, მსახიობ ამბერ ჰარდის დაბრუნებას ცდლობს. წყვილი ერთმანეთს რამდენიმე კვირის წინ დაშორდა, თუმცა ჯონი დანებებას არ აპირებს. დეპი ყოველდღიურად უგზავნის ამბერს წითელი ვარდების თაიგულს და ლექსებს, რომელსაც სპეციალურად მისთვის წერს.

წვალებამ შედეგი გამოიღო. ამბერი დეპთან შეხვედრას დასთანხმდა. წყვილი ჯონის კუთვნილ კუნძულზე გაემგზავრა, სადაც ერთად რამდენიმე დღეს გაატარებენ.

"მართალია ჯონისა და ამბერს შორის დიდი ვნებაა, მაგრამ ამბერს სურს, რომ ცოტა ხნით ცალ-ცალკე იცხოვრონ. ორივემ მტკივნეული განშორება გადაიტანა. ამ დროისთვის ისინი ბაჰამზე, დეპის კუნძულზე იმყოფებიან. მათ ბევრი საერთო აქვთ, ორივეს ლიტერატურა უყვარს და მთელს დღეებს საუბარში ატარებენ. ჯონმა მტკიცედ გადაწყვიტა, რომ ასეთი ლამაზი და ჭკვიანი ქალი ხელიდან არ გაუშვას", - აცხადებს წყარო.

შეგახსენებთ, ჯონი დეპი ამბერ ჰარდის გამო საკუთარ მეუღლეს და შვილების დედას, ვანესა პარადის, 14 წლიანი თანაცხოვრების შემდეგ დაშორდა.

მომზადებულია popcornnews.ru-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება